პარლამენტში დეპუტატისთვის კითხვის დასმა დასჯადია - სანქცირებულებს შორის "შაბათის გუნდის" 2 გამომძიებელი ჟურნალისტია

06.06.24 20:34
პარლამენტში დეპუტატისთვის კითხვის დასმა დასჯადია - სანქცირებულებს შორის "შაბათის გუნდის" 2 გამომძიებელი ჟურნალისტია

 

დეპუტატისთვის კითხვის დასმა დასჯადია. ასე იცავენ თავს ხალხის რჩეულები იმ მედიისგან, ვინც მათ კრიტიკულ კითხვებს უბედავს. ჟურნალისტებს ერთი მეორე მიყოლებით ასანქცირებენ და ამ მეთოდით ცდილობენ პარლამენტის შენობა არასასურველი მედიისგან დაცალონ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში "შაბათის გუნდის" ორი გამომძიებელი ჟურნალისტი მოჰყვა მმართველი გუნდის სანქციების ქვეშ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, გააუქმოს დადგენილება, რომელიც მედიის შურისძიების ინსტრუმენტად არის ქცეული. არსებობს ეჭვი, რომ პარლამენტის აპარატი არც კი განიხილავს, ჰქონდა თუ არა რეალურად ადგილი ჟურნალისტის მხრიდან გადაცდომას. "ტვ პირველის" შემთხვევაში სოზარ სუბარის და გიორგი მაჭარაშვილის დასმენითი წერილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებისთვის ერთთვიანი სანქციები დაედოთ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები