40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია, რაც მაწუხებს ის. ის არ არის წესიერი ადამიანი, დიქტატორია - ბაიდენი

06.06.24 19:11
40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია, რაც მაწუხებს ის. ის არ არის წესიერი ადამიანი, დიქტატორია - ბაიდენი

"მე 40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია, რაც მაწუხებს ის. ის არ არის წესიერი ადამიანი, ის არის დიქტატორი," - ეს განცხადება აშშ-ის ბრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.

ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემასა და იმ ნებართვაზე, რომელსაც კიევს ამ იარაღის გამოსაყენებლად აძლევენ. 

მე 40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია, რაც მაწუხებს ის. ის არ არის წესიერი ადამიანი, ის არის დიქტატორი და ცდილობს თავის ქვეყანაზე გავლენა შეინარჩუნოს და თან განაგრძოს ომი უკრაინაში. ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინელებისთვის იარაღის მიცემაზე, რათა მათ მოსკოვს დაარტყან, კრემლს დაარტყან, არამედ ვაძლევთ ნებართვას, რომ საზღვრის მიღმა არსებულ რუსულ პოზიციებს დაარტყან, საიდანაც მნიშვნელოვანი შეტევების მოგერიება უწევთ," - განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები