საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ისევ შეჩერებულია - წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოჰყავთ (ვიდეო)
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ისევ შეჩერებულია - წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოჰყავთ.
როგორც "პირველებს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ყველა მატარებელი სადგურზეა, გარდა ერთისა, წერეთლის მეტროში, რომელიც ტექნიკური ხარვეზის დროს გვირაბში გაჩერდა.
წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები ამ დროისთვის გვირაბით გამოჰყავთ.
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა, დაახლოებით, ნახევარი საათზე მეტია, რაც შეჩერებულია.