ბრაიზა: მინდა, ქართველ ხალხს მოვუწოდო, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად
"მინდა, ქართველ ხალხს მოვუწოდო, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად," - ეს განცხადება "რეაქციაში" სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ გააკეთა.
ბრაიზა საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის საჭიროებაზე საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ბრაიზა იწონებს იმ გეგმას, რაც საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა - "ქართული ქარტია".
მინდა, ქართველ ხალხს მოვუწოდო, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად და მოხდეს განხორციელება საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილი, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.
რუსეთს რა თქმა უნდა, არ სურს საქართველოს გაწევრიანება, თუმცა ამერიკის განცხადებით, ეს ნაბიჯები, რომელიც არის გადადგმული საქართველოს მიმართულებით, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი, რომ არ შეეხოს სავიზო პრობლემები საქართველოს მოსახლეობას და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადონ არჩვენებს და დაუბრუნდეს იმ გზას, რასაც ჰქვია საქართველოს დემოკრატიული მომავალი, გამართული ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ არის კორუმპირებული,“ - ამბობს ბრაიზა.
ბრაიზა ეხმაურება ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ კონგრესმენისთვის, MEGOBARI ACT-ის ინიციატორს გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი ჯო უილსონ სთხოვენ, საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას ბრძოლაა გადამწყვეტი არჩევნებისთვის.
ჩემი გამოცდილებიდან, აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი შტოს წევრები, დიდი სურვილით ჩამოვლენ და დააკვირდებიან არჩევნებს, როგორც სხვა ქვეყნებში მომდარა. მათ აქვთ სურვილი და მათ შეუძლიათ გააძლიერონ დემოკრატიული სისტემა, თუმცა ესენი არ არიან ჯარისკაცები. საქართველოს ჰყავს არჩეული მთავრობა, რა კრიტიკაც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიმართ, ეს არის არჩეული მთავრობა. ისინი ვერ დააძალებენ. ეს იქნება პოლიტიკური ფასი, თუ არ დართავენ მათ ნებას, თუ აქვს საქართველოს მთავრობას რაიმე დასამალი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადადის საქართველოს მოსახლეობაზე, ამომრჩევლებზე, რომ მიაღწიონ თავიანთ სურვილს უკეთესი საქართველოსთვის,“ - ამბობს ბრაიზა.