უფსკრულის პირას ვართ ამ ისტორიულ მომენტში და თუ არ ვისარგებლებთ ამ მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს - ბოკერია

06.06.24 21:51
უფსკრულის პირას ვართ ამ ისტორიულ მომენტში და თუ არ ვისარგებლებთ ამ მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს - ბოკერია

„ჩვენ უფსკრულის პირას ვართ ამ ისტორიულ მომენტში და თუ არ ვისარგებლებთ ამ მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, კონგრესში გამართული მოსმენა რეალურად საქართველოს დახმარებაა და სწორედ ქვეყნის შიგნით პროტესტი და გარე წნეხი, დაეხმარება საზოგადოებას „ნაკლები ზიანით“ დაამარცხოს რეჟიმი.

როგორც ბოკერია ამბობს, ყველა ის პროპაგანდისტული ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ახლა მის წინააღმდეგ მოქმედებს.

ბოკერიას თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და არჩევნებზე მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს.

ყველაფერი არის პირიქით, ერთადერთი ომის პარტია საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან, ერთადერთი პარტია ძალმომრეობის, ქაოსის, არასტაბილურობის, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევის და ომის საფრთხის შექმნის მართლაც არის ივანიშვილის რეჟიმი, ყველა ის ნაბიჯი, რასაც ისინი დგამენ, ამ საფრთხეებს გვიზრდის.... 
ვეღარ გვექნება ფუფუნება, რომ ასეთი სამარცხვინო ხელისუფლების მიუხედავად, წინ გადაიდგას ნაბიჯები.
ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ კონგრესში მოსმენები ტარდებოდეს იმაზე, როგორი უნდა იყოს სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოსი სამხედრო სფეროში და ეკონომიკაში, თავისუფალ ვაჭრობაზე და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე, მანდ ბევრია ჯერ სა უშაო, ეგ გვინდა რომ იყოს თემა, ახლა თემა არის ის, რომ საქართველოში არის რუსეთის მარიონეტი რეჟიმი და რა ნდა ვქნათ ახლა. ეს სამწუხაროა, ოღონდ ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ის, რომ ეს ყურადღება არსებობს და ამ ნაბიჯებს გადადგას თავისუფალი სამყარო, არის დამსახურება ყველა იმ მოქალაქის, ვინც ქუჩაში იყო მშვიდობიანი პროტესტით და ვინც გააგრძელებს ამ პროტესტს, და ამ პროტესტთან ერთად გარე წნეხი არის ის ფაქტორები, რამაც ჩვენ ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკით უნდა პოლიტიკურად მოგვაშორებინოს ეს რეჟიმი, ამიტომ ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება,“ - ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები