მიდის თუ არა მოლაპარაკებები "ახალს" და "ევროპულ საქართველოს" შორის? - რას ამბობს ბოკერია

06.06.24 21:58
მიდის თუ არა მოლაპარაკებები "ახალს" და "ევროპულ საქართველოს" შორის? - რას ამბობს ბოკერია

მიდის თუ არა მოლაპარაკებები "ახალს" და "ევროპულ საქართველოს" შორის? - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ ნიკა მელიასთან კომუნიკაცია აქვს, საუბრობენ კონკრეტულ თემებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ამომრჩველების ხმები. 

ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების გახსნა "მალე მოხდება".

დიახ, ამ საკითხზე ფიქრი, კონტაქტი და საუბრები მიდის და მალე ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ნახონ, როგორი არის მკაფიოდ ჩვენი პოზიცია ყველა ვარიანტთან დაკავშირებით, რაც დევს ჩვენს წინაშე, ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ ხმა არ დაიკარგება.
დიახ, ნიკა მელია არის მათ შორის... მე არ ვიტყოდი, რომ რამე ოფიციალური მოლაპარაკებებია გახსნილი, ნიკა მელიასთან უბრალოდ ხშირი საუბარი მქონდა ამ თემებზე, ამ და სხვა თემებზე. რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნას, როგორი ფორმა ექნება, ეს მალე მოხდება, იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რასაც დავინახავთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. არჩევანის დატოვება და გამორიცხვა იმ განცდის, რომ ხმები იკარგება,“ - ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები