რას ეუბნებოდა სანქცირებამდე ივანიშვილი "ოცნების" წევრებს და რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ახლა მათ? - რას ჰყვება ხარშილაძე

06.06.24 23:35
რას ეუბნებოდა სანქცირებამდე ივანიშვილი "ოცნების" წევრებს და რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ახლა მათ? - რას ჰყვება ხარშილაძე

"ეს ყველაზე მინიმალურია, სავიზო შეზღუდვები, ამას აუცილებლად მოყვება ხოლმე ფინანსური სანქციები," - ამ განცხადებას ნოდარ ხარშილაძე აკეთებს და სახდეპის სანქციებს ეხმაურება.

როგორც ხარშილაძე ამბობს, საინტერესოა, ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში, თუმცა ვარაუდობს, რომ ფინანსური სანქციებიც მოჰყვება სავიზო სანქციებს. 

მათ ეგონათ, რომ გაუვიდოდათ ამ ჯერზეც და არ დაადებდნენ სანქციებს... აქ პრობლემა იმაშია, რომ ამ ადამიანებს სიღრმისეულად არ ესმის, როგო მუშაობს დასავლეთი და აშშ-ის სისტემა როგორ მუშაობს. ეს სისტემა საკმაოდ დიდხანს იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ წითელი ხაზი რომ გადაიკვეთება, იქ უფრო ყველაფერი ჩაირთვება, ამუშავდება და როგროც აღინიშნა ეს ყველაზე მინიმალურია, სავიზო შეზღუდვები, ამას აუცილებლად მოყვება ხოლმე ფინანსური სანქციები და ფინანსური სანქციები ისეთი მძიმეა აშშ-ის, რომ ამ ადამიანებს საბანკო ბარათებით სარგებლობა გაუჭირდებათ... შესაბამისად, ამ სიმძიმეს ქართული ოცნება, მგონი, უყურებდა აგდებულად.

 ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, სამწუხაროდ რაღაც პერიოდით დაზარალდება საქართველოც, ნუ ეს საქართველოს მთავრობის სინდისზეა, იმიტომ, რომ შეგვიჩერებენ დახმარების პაკეტს, რომელი დიდი ნაწილიც თავდაცვას და უსაფრთხოებას ხმარდებოდა, რაც კარგი არ იქნება,“ - ამბობს ხარშილაძე.

ხარშილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუნდთან ორი პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული:

სანქციებზე ნუ გეშინიათ, ტრამპი მოვა, ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერტოიბები გვაქვს და ის ამ სანქციებს გააუქმებს, რამდენად სჯერა ამის ოცნების წევრებს, არ ვიცი, ეს პირდაი განათლების და ინტელექტის დონეა... მეორე არგუმენტი, რაც მან უთხრა, რომ "იმის გაშინოდეთ, რომ იგენი რომ მობრნდნენ, აეროპორტამდე ვერ მიასწრებთ ვერცერთიო". ტრაგედია ამ ყველაფრის ამ განცხადებაშია და იმაშიც არის, რომ ოცნების დეპუტატების უმრავლესობას თურმე აეროპორტამდე აქვთ მისაღწევი თუ პოლიტიკური ძალაუფლება დაკრგეს, იმდენი სისულელე აქვთ ნაკეთები და ისე კანონგარეთ არიან გასულები...

მათ სჯერათ ივანიშვილის ძალის... ერთი წამით თუ დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვეღარ იქნება ძალაუფლებაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული მოტივატორი," - ამბობს ხარშილაძე.

 

მსგავსი სიახლეები