მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანაბრად მუშაობდეს პრობლემების გადასაჭრელად - ჟოზეფ ბორელი

16.03.21 18:09
მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანაბრად მუშაობდეს პრობლემების გადასაჭრელად - ჟოზეფ ბორელი

მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანაბრად მუშაობდეს პრობლემების გადასაჭრელად - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენიცაზე გააკეთა. 

ჩვენ ვისაუბრეთ მედიაციის თემაზე, შარლ მიშელი ხელმძღვანელობს ამ მედიაციას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანაბრად მუშაობდეს პრობლემების აღმოსაფხვრელად, დღეს ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ბოიკოტირება არ არის ნამდვილად სასარგებლო ფუნქციური დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის. სწორედ პარლამენტში უნდა იქნას მოძებნილი გამოსავალი და პარტიებმა და მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს შედეგები. ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და იმ თემაზე, რომ საქართველომ მიიღო კოვაქსისგან ვაქცინა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაძლიოს კორონავირუსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შენარჩუნდეს დემოკრატიული პროცესები და დამოუკიდებელი სასამართლო, განვიხილეთ საარჩევნო საკითხები. ევროკავშირი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს. ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა.
ღარიბაშვილი  მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და "ოცნებას"  შორის შეთნახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.  ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.