"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს... კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება" - ჰელსინკის კომისია

07.06.24 09:59
"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს... კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება" - ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტზე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. კომისიის მიხედვით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა იზრდება. 

"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ ინიციატორებს: თანათავჯდომარეებს, ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს, დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაილოულერს" – წერია განცხადებაში.

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხი ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინწინ განიხილეს. 

რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

 

მსგავსი სიახლეები