არ ველი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება - ბარანოვსკი
მიიწვევენ თუ არა საქართველოს ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე და რა პერსპექტივა ჩანს NATO-საქართველო დაახლოებასთან დაკავშირებით? - გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტი პოლონეთში, მიხალ ბარანოვსკი სახელმწიფო დეპარტამენტის ვაშინგტონის საგარეო პრესცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოახლოებულ NATO-ს სამიტსა და საქართველოზე საუბრობს.
ბარანოვსკის თქმით, არ ელის, რომ საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ბარანოვსკი რუსული კანონის მიღებისა და საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ქმედებების გამო ამბობს, რომ "შეაქვს ძალიან საეჭვო, პრობლემური და მიუღებელი ცვლილებები კანონებში, რომელიც ბევრ ჩვენგანს NGO-ების წინააღმდეგ რუსულ კანონებს გვახსენებს."
არ ველოდები, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმის მიღმა, რაც გვქონდა ბუქარესტში და შემდეგ ვილნიუსში. საქართველო, გარკვეულწილად, არ მიჰყვება თავის დღის წესრიგს და შეაქვს ძალიან საეჭვო, პრობლემური და მიუღებელი ცვლილებები კანონებში, რომელიც ბევრ ჩვენგანს NGO-ების წინააღმდეგ რუსულ კანონებს გვახსენებს.
ამიტომ ვფიქრობ, ნაკლებსავარაუდო დროა იმისთვის, რომ საქართველო უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი ნაბიჯებით, როცა საქმე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება. მოდით, აქ შევჩერდები”, – განაცხადა მან.