გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო - ცვლილება 7 ივნისს ამოქმედდა

07.06.24 12:38
გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო - ცვლილება 7 ივნისს ამოქმედდა

გაზის (აირის) იარაღის შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილება დღეს, 7 ივნისს, ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.

დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები