არის თუ არა სანქცირებულთა სიაში "ხარება"?

07.06.24 13:13
არის თუ არა სანქცირებულთა სიაში "ხარება"?

სანქციების პირველი ტრანში შტატებიდან - შავი სია დახურულია, თუმცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ ამ სიაში მოხვდა ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი სპეცრაზმის მეთაური, ვინც აქტივისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ცემისა და დარბევის ბრძანებებს მთავარ გამცემად მოიაზრება.

სავარაუდოდ, სანქცირებულთა შორის არის საპატრულო პოლიციის შეფი ვაჟა სირაძე და და კრიმინალური პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძეც, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

"ძალოვნები, მართალია, არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, მაგრამ ისინი აწერენ ხელს ახალგაზრდებზე ძალადობას. ურტყამენ ბავშვებს, ურტყამენ ქალებს, ახალგაზრდებს. ამ ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანი არ წარმომიდგენია მე რომ, პარლამენტში რომ ისხდნენ რუსულ კანონს ხელს არ მოაწერდნენ. უფრო უარესს მოაწერეს ხელი, ქართველი ქართველს დააპირისპირეს და ქართველი აიძლეს, რომ ქართველისთვის ხელი ერტყა. ამიტომ, კი, დიახაც, ისინიც დასასანქცირებლები იყვნენ", - ამბობს აქტივისტი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები