კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები

07.06.24 13:49
კალაძე: ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები

"ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, რომ 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები," - ამ განცხადებას თბილისის მერი აკეთებს.

კალაძე ირწმუნება, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ იზღუდება.

კალაძეს ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ამერიკის მიერ სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ძალოვანებიც, რომლებიც ძალადობდნენ მოქალაქეებზე - ამ კითხვაზე კალაძე პასუხობს, რომ პოლიციას აქციებზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა.

ვისი უფლებები დაირღვა შეგიძლიათ ერთი ფაქტი მითხრათ, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ვისი, ვინ არიან ეს ადამიანები ვისი უფლებებიც დაირღვა?! ვისი, შეგიძლიათ მითხრათ? აქციებზე იყო ათასობით ადამიანი და იქ იყო ერთეული ადამიანები ვინც ძალადობდა და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.

(ჟურნალისტი: გამართლებულია პოლიციელის მხრიდან ძალადობა?) რა თქმა უნდა, გამართლებულია, როდესაც ძალადობ პოლიციელზე, როდესაც აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც გინდა პარლამენტში შევარდნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად კანონის ფარგლებში. [...] თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, რომ 2012 წლის შემდეგ, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები", - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები