პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს! - ლუკა შველიძე
„პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს! ასევე ძალოვნები, რომლებიც დასანქცირდნენ, მართალია ისინი არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, თუმცა ისინი ხელს აწერენ ახალგაზრდებზე ძალადობას, ხელფასის გამო,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის წევრმა ლუკა შველიძემ გააკეთა.
შველიძე სახდეპის მიერ ოცნების მაღალჩინოსნებისთვის, დეპუტატებისთვის, სამართალადამცავებისა და კერძო პირებისთვის სანქციების დაკისრებას ეხმაურება.
პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, მაგრამ რომ გითხრათ ამაზე გული დამწყდა ეს ასე არ არის, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს. და როგორც დასავლელი პარტნიორები ექცევიან რუსებს - ასანქცირებენ მათ, ასანქცირებენ მათ ბიზნესს, ოჯახის წევრებს, ზუსტად ასე დასანქცირდნენ ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც.
ახალგაზრდებს გვეუბნებიან, რომ დასავლეთი არის ცუდი, ევროპა არის გარყვნილი, ევროპაში და ამერიკაში არის „ბუა“ სახელად გლობალური ომის პარტია, მაშინ თავადაც არ იარონ ევროპაში და დასავლეთში, იარონ მხოლოდ რუსეთში, საითაც ქვეყანას მიაქანებენ.
მართალია ძალოვნები არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, თუმცა ისინი ხელს აწერენ ახალგაზრდებზე ძალადობას, ურტყამენ ბავშვებს, ქალებს, ურტყამენ 21-22 წლის ბიჭებს, ჩემს თანატოლებს, ურტყამენ იმის გამო, რომ მათ ეს დავალება მისცეს. ამ დროს, არ წარმომიდგენია ამ ადამიანებმა არ გაიფიქრონ, თუ რისთვის დგანან ეს ახალგაზრდები, გასაგებია გავარიდო, დავაკავო, მაგრამ როდესაც ასე უმოწყალოდ სცემენ, ურტყამს 1 ადამიანს ათი - ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, 20 წუთის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე სპეცრაზმელები, ვნახეთ დავით ქაცარავა რა დღეში იყო, როგორ გაუსწორდნენ მას და როგორი გამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მათ შორის მეც ვიყავი ერთ-ერთი ვისზეც იძალადეს, სავარაუდოდ ერთ-ერთი ვარ ვისზეც კიდევ იძალადებენ.
ამიტომ მინდა მივმართო - არც სპეცრაზმელები დაღალონ და არც თავად დაიღალონ თვალების ცეცებით, არსად ვიმალები, ყოველთვის წინა ხაზზე ვდგავარ და სანამ ჩემს თანამებრძოლებამდე მივლენ, მანამდე მოუწევთ ჯერ მე გამიარონ და ჩემს მერე მივიდნენ მათთან.
არ წარმომიდგენია, ამ ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანები პარლამენტში, რომ იყვნენ კანონს ხელს არ მოაწერდნენ, მათ უარესსაც მოაწერეს ხელი , ქართველი ქართველს დააპირისპირეს, ქართველი აიძულეს ქართველისთვის ხელი დაერტყა და ისინიც დათანხმდნენ ამ ყველაფერს , ხელფასის გამო. ამიტომ დიახ, ისინიც დასასანქცირებლები იყვნენ!“- განაცხადა ლუკა შველიძემ.