EU-ს დადანაშაულება ტერორიზმსა და რევოლუციის მოწყობაში, უკვალოდ არ ჩაივლის - თეონა აქუბარდია

07.06.24 15:42
EU-ს დადანაშაულება ტერორიზმსა და რევოლუციის მოწყობაში, უკვალოდ არ ჩაივლის - თეონა აქუბარდია

EU-ს დადანაშაულება ტერორიზმსა და რევოლუციის მოწყობაში, უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებს და დაფინანსებას შეწყვეტს, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების რიტორიკის და პოლიტიკის გამო მოხდება.  

ევროკავშირის დადანაშაულება ტერორიზმში, რადიკალიზაციაში, რევოლუციების მოწყობაში, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის უკვალოდ და ძალიან მალე, როდესაც განხილვა იქნება ევროკავშირის ფორმატში საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, სამწუხაროდ, ამ საკითხში, რომელიც არის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, მათ შორის, პროგრესის გაყინვა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ეს ყელაფერი არის “ქართული ოცნების” რიტორიკის და მათ შორის, პოლიტიკის გამო, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

მსგავსი სიახლეები