შანტაჟის მიზნით დაფინანსების გადახედვა თანამშრომლური ნაბიჯი არ იქნება - წილოსანი EU-ზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ კარგი იქნება თი ევროკავშირი არასამთავრობოების დაფინანსებას გადახედავს. ამის მიზეზად წილოსანი ისევ მთავორბის დამხობის შესაძლო მცდელობას და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.
ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირის დაფინანსების გადახედვას შანტაჟის გამო გეგმავს, ეს მათი მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნება.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე ზუსტადაც რომ ვითხოვდით ამ დაფინანსებების გადახედვას იმგვარად, რომ დაფინანსებები არ მიდიოდეს ანარქისტული, მთავრობის დასამხობი და ქვეყნის საწინააღმდეგო, ეკლესიის საწინააღმდეგო და სხვადასხვა მიზნობრიორობით. ამიტომ, თუ გადაიხედება, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მივესალმებით, ხოლო გადახედვა იმისთვის არის წამოწეული, რომ გარკვეულწილად შანტაჟის სახე ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება თანამშრომლური ნაბიჯი, - ამბობს წილოსანი.