ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა კასტეტი და ყველაფერი რაც სურთ - ნარმანია
„ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები - ბიტა კასტეტი და ყველაფერი რაც სურთ," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ გააკეთა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია შსს-ს გადაწყვეტილებაზე, რომ გაზის იარაღის გასაფორმებლად ნებართვა შსს-მ უნდა გასცეს.
სისტემამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება. ჯერ ისედაც, ეს ადამიანები მოდიან არაკაცურად, ხუთი მოდის ერთ ადამიანზე, ან ათი მოდის ერთ ადამიანზე. მათ აქვთ არაკანონიერი საშუალებები როგორიც არის ბიტა, კასტეტი, მაგრამ ამ ადამიანებს არავინ არაფერს არ სთხოვს, რადგან ეს სახელმწიფო ჩამოყალიბდა რუსულ სახელმწიფოდ, სადაც სისტემის მონებს აქვთ უფლება გამოიყენონ ის რაც სურთ და არიან პრივილეგირებულები.“ განაცხადა იგორ ნარმანიამ