"ოპერატორმა გვითხრა, უი, 7 კაცი რა არისო, იმხელა სიები გვინახავს ხოლმეო" - გოცირიძე ახალ დეტალებზე
"უკვე 7 ადამიანი დაგვიხვდა ჩვენს მისამართზე ჩაწერილი. ოპერატორმა გვითხრა, უი, 7 კაცი რა არისო, იმხელა სიები გვინახავს ხოლმეო," - ამის შესახებ რუსუდან გოცირიძე საუბრობს.
გოცირიძე ახალ დეტალებზე ყვება "პირველებთან" და ამბობს, რომ მის საცხოვრებელ მისამართზე ოჯახის წევრების გარდა უცხო პირებიც იყვნენ რეგისტრირებულები. გოცირიძე რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:
უკვე 7 ადამიანი დაგვიხვდა ჩვენს მისამართზე ჩაწერილი. ძალიან უცნაური ჩანაწერი არსებობს, მაგალითად, ამ შვიდიდან ერთი იყო ვინმე მარიამ თეთრაშვილი, მეორე იყო მარიამი თეთრაშვილი - ანუ რაღაცნაირი საეჭვო სია არის, რომელიც სავარაუდოდ, იოლად გამოდგება მერე უკვე საარჩევნოდ.
ოპერატორმა გვითხრა, უი, 7 კაცი რა არისო, იმხელა სიები გვინახავს ხოლმეო,“ - ამბობს რუსუდან გოცირიძე.
"ამ წუთას ამოვწერეთ ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი," - ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გოცირიძე ამბობს, მისი სახლის მისამართზე მისთვის უცნობი პირები იყვნენ დარეგისტრირებული და შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებოდათ.