კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები
ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ - თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები, რომლებიც გარბიან შემთხვევის ადგილიდან.
შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდასხმაში მონაწილეებს შემთხვევის ადგილზე ნივთებიც დარჩათ.
ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.
"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.