სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა გამწვავდა - საბანაძე

07.06.24 21:26
სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა გამწვავდა - საბანაძე

"სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გამწვავდა" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ "პოლიტიკური ამბების" ეთერში გააკეთა.

დიპლომატის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადება ქვეყანაში არსებულ "დემოკრატიულ კრიზისს" უკავშირდება.

ეს არის ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ესკალაციის ერთ-ერთი გზა. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა იქამდე, რომ არამეგობრულ სახელმწიფოებს რასაც უნიშნავენ, ეს არის სანქციები, სწორედ ამ სახელმწიფოების რიცხვში მოვექეცით. ეს როგორც წესი, გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს გზავნილი ცალსახად გამოხატოს", - ამბობს საბანაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები