ამ ქვეყანაში რუსების დასჯისთვის ამერიკა დიდი პაკეტით გამოვიდა - ხოშტარია
"რუსების დასჯის დიდი პაკეტი" - ასე უწოდებს პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველ პაკეტს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შეზღუდვები სწორედ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებასა და კრემლის რიტორიკის გავრცელებას ცდილობენ.
ამერიკა გამოვიდა დიდი პაკეტით ამ ქვეყანაში რუსების დასჯის. ეს არის რუსული დღის წესრიგის თავს მოხვევა ჩვენს ქვეყანაზე, რის წინააღმდეგაც ამერიკამ დიდი პაკეტი დადო. გუშინვე ითქვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და სანქციებს მზარდი, გამაფრთხილებელი ხასიათი ახასიათებს. იმ პაკეტში, რაზეც სახ.დეპი საუბრობს, პრაქტიკულად, ამომწურავი ინსტრუმენტი არის რუსული ინტერესებისთვის ვინც მოქმედებს მათ წინააღმდეგ. აბსოლუტურად ამომწურავი პაკეტია. ეს არ არის ერთ დღიანი მოვლენა", - ამბობს ხოშტარია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.