ლექციაზე შეპარული კობახიძე და "ოცნების" ე.წ. ტიტუშკების სრული მობილიზება - რა ხდება თსუ-სთან
ირაკლი კობახიძე ლექციაზე ისევ შეიპარა - პრემიერ-მინისტრი არც ამჯერად დაენახა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს. თსუ-ს მეორე კორპუსთან ამ წუთებშიც ახალგაზრდები დგანან. იმ სალექციო აუდიტორიასთან კი სადაც რუსული კანონის მომხრე პრემიერი ლექციას ატარებს, სავარაუდოდ "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები არიან მობილიზებული და დერეფანს ამაგრებენ.
ე.წ. ტიტუშკები მობილიზებულები არიან უნივერსიტეტის გარე პერმიმეტრზეც, სადაც ცოტა ხნის აგრესიული პირებიც მივიდნენ და დაპირისპირება იყო. ვითარების განმუხტვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახერხეს და აგრესიული მოქალაქეები ადგილიდან გაიყვანეს.
ახალგაზრდების ცემის და დაშინების მიუხედავად, დღეს თსუ-სთან საპროტესტო აქცია მაინც იმართება. საპროტესტო ბანერებითა და საყვირებით შეიარაღებულ მშვიდობიან მომიტინგეებს ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმაც შეუერთდა.
მას შემდეგ რაც, პრემიერი ორ საათიან სალექციო კურსს დაამთავრებს, ახალგაზრდები მას დახვდებიან და კობახიძეს მოუწებს კითხვებზე პასუხების გაცემა ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტზე.
ძალიან კრეატიული გზა მონახა კობახიძემ უნივერსიტეტში შესაპარად. მან მისი კუთვნილი მანქანა ვიღაცას ათხოვა და ასე შეიპარა. ეს არის სამარცხვინო, ის თავისუფლად ვერ გააადგილდება უნივერსიტეტში. ის არის მოღალატე და მიიღებს საკადრის პასუხს". - ამბობს სტუდენტი.
მან უნდა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ სცემენ დღისით მზისის სტუდენტებს შუა ქუჩაში სტუდენტებს, თუ რატომ იქცევა ასე სამართალდაცავი უწყებები და რარაც გაურკვეველი ბანდები ასე კორდინირებულად", - ამბობს სტუდენტი.