ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში - სამადაშვილი

08.06.24 12:47
ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში - სამადაშვილი

"ლელოს"- ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს.

სამადაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ "ოცნების" დარჩენა ქვეყნის მართვის სათავეში, ევროატლანტიკური მომავლის დასასრულს ნიშნავს.

საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ უმრავლესობას, თითქმის, 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, ასევე კარგად ესმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ეს არის შეუძლებელი. ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ "ქართული ოცნების" დარჩენა ქვეყნის მართვის სათავეში ნიშნავს დასასრულს ევროატლანტიკური მომავლის და შესაძლოა, ჩვენი სუვერენიტეტისა, ყველა დარწმუნდება, რომ ახლა მთავარი ამოცანა არის, ამ პოლიტიკური ძალის, რუსული პოლიტიკური ძალის გაძევება ხელისუფლებიდან", - ამბობს სამადაშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები