ენმ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი, თინას კანდიდატურას მიესალმება მთელი პარტია - ფავლენიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი. თინას კანდიდატურას მიესალმება მთელი პარტია, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის. ჩვენი შემართება არ იცვლება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, ამ თემაზე არანაირი სპეკულაცია არ უნდა იყოს, რადგან ჯერ მარტო არ არის ეთიკური და მორალური, როდესაც ადამიანს სიკვდილამდე სცემენ და შემდეგ ამის გამო არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ მას რამდენიმე თვის მანძილზე ფიზიკურად არ შეუძლია, რომ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ყოველდღიურ ასპარეზზე. სხვა ტიპის სპეკულაციები ამ თემაზე მორალურად და ეთიკურადაც გაუმართლებელი არის. მნიშვნელოვანია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი მათ შორის, რადგან ეს თანამდებობა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა არის ძალიან საპასუხისმგებლო და გარდა ამისა, ჩვენ აგვისტოს ბოლოს, როდესაც მას შეეძლება ყოველდღიურ რეჟიმში ჩაერთოს ბრძოლაში. რა თქმა უნდა, თინას კანდიდატურას მთელი პარტია მიესალმება, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი შემართება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის.
თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადაუხადა ბრძოლისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გასწია.