სანქციების შიში და წყობიდან გამოსული "ოცნება" - ირაკლი ზარქუა დონალდ ტრამპის იმედზეა
"ქართული ოცნება" დონალდ ტრამპის იმედზეა - ირაკლი ზარქუას იმედი აქვს, რომ თუ ამერიკის ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტი ხელახლა გახდება, საქართველოს ხელისუფლებას დაწესებულ სანქციებს მოუხსნიან. ხმაურიანი განცხადებების მოყვარული ზარქუა დღეს ამერიკის წინააღმდეგ ისე წავიდა, რომ გადაავიწყდა, ვისი ინიცერებულია კონგრესში MEGOBARI Actი-ის კანონპროექტი.
გაციებული ურთიერთობების დათბობის და დათმობის ნაცვლად, რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება იერიშზეა გადასული. "ოცნების" ლექსიკაში ისევ მეორე ფრონტი, გლობალური ომის პარტია და ისევ შეთქმულების თეორიებია. "ოცნება" ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს ვერ პატიობს, რომ მათ წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები ამოქმედდა და ძალაში შევიდა.
მიუღებელია ჩემთვის ასეთი აშშ. ამიტომ, მგონია, რომ დიახ, დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და მე ველოდები, რომ დიახ, ტრამპი შეძლებს, რომ გახადოს ამერიკა უფრო დიადი და უფრო სამართლიანი. მე პირადად მხარს ვუჭერ ბატონ ტრამპს. ასე, რომ მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით. თქვენ ძალიან გინდათ, რომ ქვეყანა დასანქცირდეს. თქვენ ძალიან გაგიხარდათ ეს თემა, მაგრამ ვერ ეღირსებით. საქნცია ისედაც დადებული აქვთ ამერიკელებს. ის ვინც შენი სტრატეგიული პარტნიორია ასე არ ექცევიან. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს. უნდათ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და მათ ნებას დავყვეთ. რატომ? გლობალური ომის პარტია ვინც არის, ჩვენ მეორე ფრონტი გავხსნათ, ისინი კიდე ასე გვაშანტაჟებენ", - ამბობს ზარქუა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.