"ოცნება" რუსეთში შეთხზული პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაშია შემჩნეული - სიხარულიძე

08.06.24 17:03
"ოცნება" რუსეთში შეთხზული პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაშია შემჩნეული - სიხარულიძე

კრემლში დაწერილი გზავნილები და პუტინის სტილის თავდასხმები - ასე აფასებენ დიპლომატები ამერიკის წინააღმდეგ წასული "ქართული ოცნების" განცხადებებს. სანქციების ამოქმედებამ მმართველი გუნდი იმდენად გამოიყვანა წყობიდან, რომ დღეს ბაიდენის ადმინისტრაციას უსამართლო პოლიტიკაში დასდეს ბრალი. ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი "პირველებს" ეუბნება, რომ ყველაფერი პუტინის რუსეთიდან კარნახით ხდება. დიპლომატი ხედავს ნიშნებს, რომ  "ქართული ოცნების" სახიფათო პოლიტიკა ქვეყანას დაღუპავს. 

ასეთი ტიპის თავდასხმები არის თავდასხმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. აქ გვაქვს ძალიან სერიოზული თანხვედრა ეროვნული ინტერესების. ეს არის რუსეთში შეთხზული პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელება, რაშიც შემჩნეულია "ქართული ოცნება". ისინი ბოლო პერიოდში, ძირითადად, ამ გზავნილების გავრცელებით არიან დაკავებულები. სამომავლოდ საფრთხე ემუქრება საქართველოს იმ ქმედებების გამო, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი და მისი დაჯგუფება. ეს არის საკუთარი ინტერესების გამო, საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და ამ ინტერესების ძირის გამოთხრა იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება და განაგრძონ ამ ქვეყნის ძარცვა. ეს არ არის ქართველების არჩევანი. ეს არ არის ლეგიტიმური. ეს ცდება კონსტიტუციის, ლეგიტიმურობის ფარგლებს", - ამბობს დავით სიხარულიძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები