"ოცნებას" ძალიან აშინებს სანქციები, მაგრამ ეს მესიჯბოქსი შემუშავებულია კრემლში - გალდავა

08.06.24 17:15
"ოცნებას" ძალიან აშინებს სანქციები, მაგრამ ეს მესიჯბოქსი შემუშავებულია კრემლში - გალდავა

ქვეყნისთვის შავი ლაქა - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ლანა გალდავა შტატების მიერ ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებულ სანქციებს.

გალდავა ამბობს, რომ "ოცნებას" სანქციების ძალიან ეშინია, მაგრამ ის მესიჯბოქსი, რასაც მმართველ გუნდ აქვს შემუშავებული კრემლშია დაწერილი და მათი დავალებაც სწორედ ესაა, რომ ასე ისაუბრონ და ასეთი ანტიდასავლური განცხადებები აკეთონ.

ძალიან სამწუხაროა და ჩვენი ქვეყნისთვის არის სამარცხვინო, შავი ფურცელი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გასანქცირებენ და ასანქცირებენ ოთხი კატეგორიის ჩინოვნიკებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხვდებით, რომ საქართველოს საგარეო კურსის და ეროვნული ინტერესის ეს ერთადერთი გზა არსებობდა პერსონალური სანქციების სახით. მათ ძალიან აშინებთ სანქციები, მაგრამ ეს რიტორიკა და მესიჯბოქსი შემუშავებულია კრემლში, რომ მათ ასე უნდა ისაუბრონ", - ამბობს ლანა გალდავა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

მსგავსი სიახლეები