დაუწესებს თუ არა რუსული კანონის მიმღებ "ოცნებას" სანქციებს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთიც?

08.06.24 18:55
დაუწესებს თუ არა რუსული კანონის მიმღებ "ოცნებას" სანქციებს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთიც?

დაუწესებს თუ არა რუსული კანონის მიმღებ "ქართულ ოცნებას" აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთი სანქციებს? - საკითხი აქტუალური ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, როდესაც აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" ხელისუფლების 30-ზე მეტ წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. 

გამოცემა bylinetimes-მა რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ "დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ".

Financial Times-ი კი აქტიურად წერს, რომ  ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებიც განიხილავდნენ საქართველოს წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებს.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას აშშ-სა და ევროკავშირის მსგავსად, კონკრეტული ნაბიჯის შესახებ არაფერად არაფერი დაუანონსებია, თუმცა დევიდ კემერონმა რუსული კანონი დაგმო. 

ამასთან, უცხოური გამოცემა bylinetimes-ი კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც სსპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსის, ნატუტი ფირაშვილის ლონდონში ვიზიტს ასახავს.  

საუბარია, 28 მაისს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ფირაშვილი ლონდონში პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის ფოიეში დგას და სავარაუდოდ დანაშაულის ეროვნული სააგენტოს თანამდებობის პირს ხვდება. 

გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას ატვირთული სხვა სურათებიც მიუთითებს იმაზე, რომ ფირაშვილს მოგზაურობისას ქეით თეთრაულიც ახლდა, ეს უკანასკნელიც კაციტაძის უწყების კიდევ ერთი გამომძიებელია.

გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ 31 მაისს, მაშინ როცა სპეციალური საგამოძოებო სამსახურის წარმომადგენლები ლონდონიდან ფოტოიებს აქვეყნებდნენ, დაახლოებით 30-დან 40-მდე ნიღბიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობდა. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების ოფისები ანალოგიურად იყო სამიზნე, ხოლო სხვებმა მიიღეს მუქარის შემცველი ანონიმური სატელეფონო ზარები.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირების  ლონდონში ვიზიტის შესახებ წინა კვირას სოციალურ ქსელში დაწერა ლონდა თოლორაიამაც

თოლორაიას ინფორმაციით, დელეგაცია ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, იმყოფება ლონდონში მიზანი კი ევროპული გამოცდილების შესასწავლა იყო. 

სტატია სრულად იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები