"ზაფხულის არდადეგები დაეწყო" - ნუნუკა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-დან მისი შვილის თბილისში დაბრუნება სანქციებს არ უკავშირდება
გადაყენებული პრემიერის ოჯახი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟმა ამერიკა საზაფხულო არდადეგებისს გამო დატოვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ექსკლუზიური რეპორტაჟის ეთერში გასვლიდაან რამენიმე წუთში ნუნუკა თამაზაშვილმა განცხადება გაავრცელა.
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი, რომელსაც საჯაროობა დიდად არ ხიბლავს, წერს, რომ ნიკო ღარიბაშვილი თბილისში სამი კვირის წინ დაბრუნდა და ზაფხულის გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე მიანიშნებს, რომ მისი შვილის თბილისში ჩამოსვლაა სანქციებს არ უკავშირდება და სავარაუდოდ, ასევე მიანიშნებს იმასაც, რომ ახალი სასწავლო წლიდან ის ისევ პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბიზნეს სკოლაში აპირებს დაბრუნებას.
ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს, - წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გამომძიებელ ჟურნალიტს ღარიბაშვილის დაცვის სამსახურის უფროსმა უთხრა, რომ შტატებიდან ნიკო ღარიბაშვილი სამგზავრო თვითმფრინავით მარტო ჩამოვიდა და ამჯერად მის წამოსაყვანად კერძო ბორტი არ გაუგზავნიათ.