"მუდმივი პროტესტის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება" - გელა ხასაია "ოცნების" წევრებზე

09.06.24 17:55
"მუდმივი პროტესტის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება" - გელა ხასაია "ოცნების" წევრებზე

რუსული კანონის მიმღებები ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვერასდროს იქნებიან, - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია დღეს მომხდარ ინციდენტს, როცა ირაკლი ზარქუას მოქალაქემ "მოღალატე" ეძახა.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "ოცნებას" ქვეყნის ღალატის გამო მუდმივი პროტესტის ქვეშ მოუწევს ცხოვრება.  

ის ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს და ზოგადად, რუსულ პროპაგანდას მიჰყვებიან, ვერასდროს იქნებიან ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები, იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე, ჭამა მოუნდებათ, დალევა მოუნდებათ გასეირნება მოუნდებათ თუ აუზზე წასვლა მოუნდებათ, მათ ყოველთვის შეხვდებათ ის ერთი მოქალაქე, რომელიც მათ საკადრის პასუხს გასცემს. ეს მათ იციან, მაგრამ ვერაფერს შვებიან, იმიტომ, რომ მათ უკვე ღალატი ჩაიდინეს და მათ მოუწევთ იმ პროტესტის ქვეშ ცხოვრება, რასაც ღებულობენ ად მიიღებენ კიდევ მომავალ დღეებში. ადამიანები, რომელსაც არ უნდა რუსეთი, არ ემხრობა, მათთვის ყველა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თმცა საზოგადოება მიხვდა მათ დეზინფორმაციას, ეს არ ჭრის და ამაზე მეტყველებს აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობა, - ამბობს გელა ხასაია. 

მსგავსი სიახლეები