მაკრონის და ბაიდენის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთი არ აპირებს, საქართველო რუსეთს დაუთმოს - სამადაშვილი

10.06.24 11:12
მაკრონის და ბაიდენის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთი არ აპირებს, საქართველო რუსეთს დაუთმოს - სამადაშვილი

მაკრონის და ბაიდენის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთი არ აპირებს, საქართველო რუსეთს დაუთმოს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სანქციებს აშშ-ს შემდეგ ევროკავშირიც შეუერთდება. 

ერთობლივი განცხადება ევროკავშირის წამყვანის ლიდერის და აშშ-სი, არის გზავნილი იმის თაობაზე, რომ დასავლეთი არ აპირებს, რომ დაუთმოს ჩვენი ქვეყანა რუსეთს. მე ვფიქრობ, ეს გზავნილი ასევე უნდა იყოს გაგებული ივანიშვილის მიერ როგორც გაფრთხილება, რომ აშშ არ იქნება მარტო იმ ზეწოლაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ დღეს ხელისუფლებაზე და მათ შორის სანქციების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ აშშ-ს შეიძლება ძალიან მალე შეუერთდეს ევროკავშირი, - ამბობს სამადაშვილი. 

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

მსგავსი სიახლეები