მაჭარაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
საქართველოს ხელისუფლების მიმართ მაკრონის და ბაიდენის გაფრთხილებებს ხელისუფლება ისევ ყურად არ იღებს. ივანიშვილის გუნდის დანაყოფის წევრი გურამ მაჭარაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. "ხალხის ძალის"ლიდერის ირწმუნება, რომ აშშ-შიც და საფრანგეთშიც ანალოგიური კანონები მოქმედებს და არასამართლიანი, როდესაც საქართველოს ამ კანონის გაუქმებას სთხოვენ.
როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ მიიღო ზუსტად ანალოგიური შინაარსის კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და თან გაცილებით უფრო მკაცრი და იგივე კანონზე მე მეუბნები, რომ არ უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, კანონზომიერებამ გასცა პასუხი და მიიღო საკუთარი საზოგადოებისგან ის პასუხი, რაც მიიღო.
რაც შეეხება ამერიკას, აქაც თითქმის საუკუნე ხდება უკვე, რომ არსებობს ზუსტად იგივე შინაარსის კანონი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული, რა თქმა უნდა. ქართული კანონი მოქმედებს და იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც ამერიკაში მოქმედებს ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთში ფრანგული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს მაჭარაშვილი.
აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.