ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ღალატია - ფარულავა "ოცნებაზე"

10.06.24 11:30
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ღალატია - ფარულავა "ოცნებაზე"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა საქართელოს ხელისუფლებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როდესაც ჩინეთი ცხინვალში ბიზნესგეგმებს სახავს, მასთან პარტნიორობა ქვეყნის ღალატია. 

ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინური კომპანიები, ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და ამავდროულად თბილისს არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ივანიშვილის მტრული, მოღალატეობრივი პოზიცია და მთლიანად „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის, ძირს უთხრის დემოკრატიას და ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
 

ჩინური კომპანიები ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში არიან მხილებულნი. მთავრობის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ქვეყნიდან დელეგაციები ოკუპირებულ ცხინვალში ჩადიან და ბიზნეს გეგმებს ალაგებენ.  

მსგავსი სიახლეები