საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის ორი ოფშორული ზონაა

10.06.24 12:16
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის ორი ოფშორული ზონაა

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის ორი ოფშორული ზონაა, ესენია მარშალის კუნძულები და მალტა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

  1. თურქეთი - $42 მილიონი, კლება წინა წელთან $30 მილიონი;
  2. ჩეხეთი - $41.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან $49 მილიონი;
  3. აშშ - $34 მილიონი, კლება წინა წელთან $22 მილიონი;
  4. ნიდერლანდები - $32 მილიონი, კლება წინა წელთან $233 მილიონი;
  5. მარშალის კუნძულები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან $2 მილიონი;
  6. იაპონია - $19 მილიონი, კლება წინა წელთან $44 მილიონი;
  7. ჩინეთი - $14 მილიონი, კლება წინა წელთან $6 მილიონი;
  8. აზერბაიჯანი - $13 მილიონი, ზრდა წინა წელთან $20 მილიონი;
  9. მალტა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან $7 მილიონი;
  10. დანია - $10 მილიონი, კლება წინა წელთან $1 მილიონი.

სხვა დანარჩენი ქვეყნები - მინუს 38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 104 მილიონი დოლარი.

მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.

საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები