ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს: პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია

10.06.24 12:21
ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს: პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია

"პრობლემა ბიჭებო, თქვენს ,მართველობაშია, პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია," - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს.

ზარქუა ბაიდენს და მაკრონს პოლიტიკას  და მმართველობის ფორმებს უწუნებს. 

პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, პრობლემა ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მგონი ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე. იქ კიდე ტრამპი მოდის მისტერ ბაიდენ, ასე რომ კარგად დაფიქრდით," - ამბობს ზარქუა.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ბაიდენის და მაკრონის განცხადებას თეთრი სახლი აქვეყნებს.  

მსგავსი სიახლეები