"ოცნება" აშშ-ს პრეზიდენტს პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებს - დავითულიანი ამტკიცებს, რომ ბაიდენი სუსტი ლიდერია
"ქართული ოცნება" ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს აკრიტიკებს. ბექა დავითულიანისთვის გაუეგბარია, რატომ სცალია აშშ-ს პრეზიდენტს საქართველოში გავითარებული მოვლენებისთვის იმ დროს, როცა საკუთარ ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს. დავითულიანი ამტკიცებს, რომ ამერიკას პრობლემები სწორედ ბაიდენის მმართველობის დროს გაუჩნდა.
მართლა გაკვირვებული ვარ, რომ ბაიდენი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერია და მისი ლიდერობის პირობებში ამ ქვეყანას ამდენი გამოწვევა დაუდგა და კითხვის ნიშნები გაუჩნდა, რომ მსოფლიო წესრიგის წარმმართველი საერთოდ არის თუ არა აშშ მისი ლიდერობის პირობებში მისი სისუსტის გამო, იცლის და საქართველოში ეკა გიგაური დეკლარაციას შეავსებს თუ არა, ამაზე განცხადებას აკეთებს, გაოცებული ვარ, მართლა, - ამბობს ბექა დავითულიანი.
აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.