ჯერ კიდევ დრო არის, დაიწყონ აქტიური მუშაობა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე - გვარამია "ოცნებაზე"
პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია "ქართულ ოცნებას" ურჩევს, გონს მოეგონ და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე იზრუნონ. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ პარტიას წინ ძალიან მძიმე პერიოდი ელოდება. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს მაკრონის და ბაიდენის ერთობლივი განცხადებაც.
უბრალოდ, არ არსებობს უფრო მაღალი რანგის განცხადება, ამიტომ დროა, მოვიდნენ გონს და ჯერ კიდევ დარჩენილი შესაძლებლობა გამოიყენონ. საქართველოს არ უწერია რუსეთისკენ წასვლა. საქართველოს ინტერესებს დაიცავს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ ყველაზე მაღალ დონეზე საერთაშორისო თანამეგობრობა. აი, „ქართული ოცნების“ ბედი ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება როგორც პარტიის და ასევე მისი პერსონალური შემადგენლობის. ჯერ კიდევ დრო არის, დაიწყონ აქტიური მუშაობა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება მათთვის მომდევნო თვეები და წლები, - ამბობს ნიკა გვარამია.
აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.