"ზე მნიშვნელოვანი" - გიორგი ვაშაძე ბაიდენის და მაკრონის განცხადებაზე
"ზე მნიშვნელოვანი"- ასე აფსებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივ განცხადებას. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანს სტრატეგიული პარტნიორები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ასევე, ცხაყოფენ, რომ "ქართუი ოცნება" პრორუსული ძალაა, რომელიც ქართველი ერის ნებას აყალბებს.
ეს არის ზე მნიშვნელოვანი, როცა ორი მსოფლიო ლიდერი საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიოდ აყალიბებს პოზიციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი საქართველოსთვის. ცივილიზაციური არჩევანს ვაკეთებთ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ამ ცივილიზაციურ არჩევანს სრული მხარდაჭერა აქვს დასავლეთის მხრიდან და სრული ლუსტრაციაა „ქართული ოცნების“ როგორც პრორუსული მოღალატეობრივი ძალის, რომელიც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.