აშშ და ევროპა ჩვენს ყველა ბრძოლას ხედავს - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ აშშ და ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან მათი ლიდერები ხედავენ, როგორ იბრძვის ქართველი ერი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის.
ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან და ჩვენ ყველა ბრძოლას ხედავენ იქ მყოფი ლიდერები და ეს არის განსაკუთრებული აღფრთოვანების საგანი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, - ამბობს ეკა გიგაური.
აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ოქი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.