გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკური და სიხარბის გარდა ვერაფერს ხედავს ამ ქვეყანაში - ამაღლობელი

10.06.24 17:10
გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკური და სიხარბის გარდა ვერაფერს ხედავს ამ ქვეყანაში - ამაღლობელი

"აქ მაკრონი წარმოადგენდა მთელ ევროპას, ევროკავშირს, ბაიდენი ამერიკას და ევროატლანტიკური სივრცე უპრეცედენტოთ უჭერს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ევროპულ მომავალს და ქართველ ხალხს მხარს, ეს არის მნიშვნელოვანი და ცალსახა," - ასე ეხმაურება მწერალი რატი ამაღლობელი ბაიდენისა და მაკრონის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

როგორც ამაღლობელი ამბობს, პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ქართული ოცნება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის. 

ასეთი მხარდაჭერა ძალიან იშვიათია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა სწორედ ახლა. 
მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნებისა, ისტორიის, მომავლის, კულტურის წინააღმდეგ, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ზოგადად, რასაც კარგი შედეგი არ მოაქვს საერთოდ არავისთვის, პირველ ყოვლისა, მათთვის, ვინც საღი აზრის და მიმდინარე მოვლენების და საღი განსჯის წინააღმდეგ არიან. ბუნებრივია, ეს არაბუნებრივი მდგომარეობა, არანორმალური მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ გვყავს ხელისუფლება, გვყავს ქართული ოცნება, რომელიც ვერ აღიქვამს რეალობას, საკუთარი სიხარბის, საკუთარი პოლიტიკური და პირდაპირი სიხარბის გარდა ვერაფერს ხედავს ამ ქვეყანაში,“ - ამბობს რატი ამაღლობელი.

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. ორი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.   

მსგავსი სიახლეები