დარჩიაშვილის ინფორმაციით, ბერლინში კონფერენციაზე კობახიძე სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, ბერლინში, სადაც "უკრაინის აღდგენის კონფერენცია" გაიმართება, მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერი სიტყვით გამოვა და ექნება ცალკე განცხადებაც.
"პრემიერს ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით," - ამბობს დარჩიაშვილი.
როგორც დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერი ამ ჩასვლით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში".
საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ უკრაინას დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი - მსოფლიო ლიდერები უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობენ და დაგეგმილია მათი სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციას დაესწრება. მასთან ერთად იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი:
შოლცი, კამერონი, ფონ დერ ლაიენი - რას ეტყვის ბერლინში ჩასული კობახიძე მსოფლიო ლიდერებს?