შოლცი, კამერონი, ფონ დერ ლაიენი - რას ეტყვის ბერლინში ჩასული კობახიძე მსოფლიო ლიდერებს?
გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი - მსოფლიო ლიდერები უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობენ და დაგეგმილია მათი სიტყვით გამოსვლა.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დაესწრებიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება. სიტყვით გამოვა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციას დაესწრება. მასთან ერთად იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
უცნობია, ექნება თუ არა კომუნიკაცია პრემიერს ისეთ ლიდერებთან, როგორიცაა დევიდ კამერონი და ოლაფ შოლცი. ორივე ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის დამტკიცების გამო ღიად აკრიტიკებს.
პრემიერის შოლცთან შეხვედრას სკანდალი მოჰყვა - შოლცთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, სადაც ამტკიცებს, რომ კანცლერს რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვს. ამის შემდეგ პრემიერ კობახიძეს კანცლერის განცხადება როგორ ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე უთარგმნეს და საჯაროდ გამოაქვეყნეს:
- კობახიძე ამტკიცებს, რომ სტოლტენბერგს, შოლცს და დასავლელ ლიდერებს რუსულ კანონზე 0 არგუმენტი აქვთ
- შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია
- გერმანიის საელჩომ "ოცნებას" კანცლერის სიტყვა ქართულად უთარგმნა
გერმანიის კანცლერის გარდა, მკაცრი შეფასება მოჰყვა რუსულ კანონს დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც:
- კამერონი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
- ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას სასანქციო პოლიტიკაზე - ვაშაძე კამერონთან შეხვედრის შემდეგ
რუსული კანონის გამო საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა: