საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება

11.06.24 10:21
საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.

პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.