ახალგაზრდები პრეზიდენტთან შეხვედრის მოლოდინში - რა კითხვები აქვთ სტუდენტებს ზურაბიშვილთან
ახალგაზრდები პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან - სტუდენტებს სალომე ზურაბიშვილთან კითხვები მოახლოებულ არჩევნებზე და ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე ბევრი კითხვა არსებობს "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებითაც.
დღეს შეხვედრაზე ძალიან ბევრი კითხვა იქნება "ქართული ქარტიის" ირგვლივ და ზუსტად არ ვიცით, მას რა ექნება სათქმელი, მაგრამ ძალიან კარგი იქნება ეს შეხვედრა, ინტერაქცია, კითხვების გაცვლა-გამოცვლა პრეზიდენტთან და საერთოდ მუშასობა იმაზე, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, რა გეგმა აქვს მას, რა მიზნები აქვს და არჩევნების მერე რა ხდება", - ამბობს სტუდენტი.
ახალგაზრდებს პრეზიდენტისგან ასევე აინტერესებთ პასუხები, თუ რა ელით იმ ახალგაზრდებს, ვინც რუსული კანნონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს, სცემეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს.
არსებობს რიგი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი დაკავებული ახალგაზრდაა, რომლებსაც, მათ შორის სისხლის სამართლის მუხლით ედავებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი კითხვებზე, რა ბედი ელით ამ ახალგაზრდებს. ასევე ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხედავს პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებს. დიდ იმედებს ვამყარებთ ახალგაზრდები პრეზიდენტზე და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება მისი ჩართულობა ამ პროცესებში", - ამბობს სტუდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.