ფიზიკური ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე - "ოცნების" პირველი კომენტარი
ფიზიკური ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ყველანაირ ძალადობას პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა გაეცეს.
თალაკვაძის თქმით, ძალადობის ცალმხრივი, სუბიექტური შეფასება მხოლოდ ახალისებს და იწვევს კიდევ უფრო მეტ ძალადობას.
ძალიან სამწუხაროა, იმედი მაქვს სათანადო დახმარებას აღმოუჩნენ. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ძალადობა არის მიუღებელი და ძალადობა უნდა დავგმოთ ყველამ. ყველას მიმართ უნდა იყოს ძალადობა მიუღებელი. ცალმხრივი, სუბიექტური შეფასება ძალადობის ახალისებს და იწვევს კიდევ უფრო მეტ ძალადობას, ამიტომ ამას ძალიან პრინციპული პასუხი გაეცემა კანონის შესაბამისად", - ამბობს თალაკვაძე.
სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ - ინფორმაციას და ფოტოს სალომე ბარკერი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "სირცხვილიას" წევრს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და სასტიკად გაუსწორდა. აქტივისტი კლინიკაში გადაჰყავთ