დანიელსონი მომდევნო დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს - ბორელი

16.03.21 18:25
დანიელსონი მომდევნო დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებები შეაფასა. ბორელის განცხადებით, კრისიტიან დენიელსონი რამდენიმე დღეში კონკრეტულ წინადადებას წარმოადგენს. 

განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმევა. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული -  განაცხადა ბორელმა. 

 

მსგავსი სიახლეები