ანგარიშსწორება პარლამენტის თავმჯდომარის წაქეზებით - ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
ანგარიშსწორება პარლამენტის თავმჯდომარის წაქეზებით - შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილი "ოცნების" კრიმინალურმა ბანდამ უმოწყალოდ სცემა. სამოქალაქო აქტივისტს ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს, უკნიდან მიეპარნენ, ურტყამდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. ზუკა ბერძენიშვილს სახეზე იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს, რომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამოქალაქო აქტივისტის ოპერაცია დღის ბოლოს დასრულდა.
ზუსტად 9 საათი სასტიკი ანგარიშსწორებიდან, არცერთი იდენტიფიცირებული და არცერთი დაკავებული - სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ აგნებენ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს. არადა, ცნობილია მანქანის მარკა და სერია, რითაც ზონდერ დაჯგუფება ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდა. დანაშაულის ადგილზე ერთ-ერთი მეზობლის სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერებშიც ყველაფერი, წესით, კარგად უნდა გამოჩნდეს. მაგრამ ჯერ ჩანაწერების ამოსაღებად ადგილზე სამართალდამცველები არ მისულან. გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით დაიწყო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.