"თუ ლილუაშვილს არ შეუძლია პრემიერზე ასეთი შეტევის შემდეგ საქმე აღძრას, სავარაუდოდ, ის უნდა შეიცვალოს" - კუპრაძე
თუ ლილუაშვილს არ შეუძლია პრემიერზე ასეთი შეტევის შემდეგ საქმე აღძრას და არ იცის "გლობალური ომის პარტიის" მისამართი, სავარაუდოდ, ის უნდა შეიცვალოს - ასეთი ხუმრობით ეხმაურება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სუს-ის შეფის განცხადებას.
კუპრაძის თქმით, ლილუაშვილი ცდილობს, პოლიტიკურად გადარჩეს, ამას უკავშირდება მისი განცხადება.
მე არ გამკვირვებია ეს განცხადება. სავარაუდოდ, ლილუაშვილი წინასწარ არ გააფრთხილეს, რა უნდა ელაპარაკა. ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადარჩეს. და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი განცხადება, რომ არანაირი საფუძველი არ არის გამოძიების დაწყების. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რასაც ამბობს, არის ტყუილი , რომლსი მიზანიც არის ადამიანების გონებაზე ზემოქმედება.
გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც ჩანს სუს-ის უწყების ცუდი ხელმძღვანელია და სავარაუდოდ, ამ პირობებში ის უნდა შეიცვალოს, თუ პრემიერზე ასეთი შეტევის შემდეგ არ შეუძლია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და არ იცის "გლობალური ომის პარტიის" მისამართი, სად აქვთ მათ ოფისში", - ამბობს კუპრაძე.
შესაძლო ლიკვიდაციის სკანდალი, კობახიძეს სუს-ის შეფმა თავზე ჩამოუნგრია - "არ არის საკმარისი მტკიცებულებები", ტქვა დღეს ლილუაშვილმა.
პრემიერი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად მოუწოდებდა საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესებულიყვნენ მისი სავარაუდო მკვლელობის საქმით და გამოძიება დაეწყოთ.
კობახიძე მზად იყო, რომ იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენებაც მიეცა მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.
ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.