ჟურნალისტების ცემა იყო წითელი ხაზი, რომელზეც დასავლეთი თვალს აღარ დახუჭავს - ნოდარ ხარშილაძე

21.07.21 15:27
ჟურნალისტების ცემა იყო წითელი ხაზი, რომელზეც დასავლეთი  თვალს აღარ დახუჭავს - ნოდარ ხარშილაძე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ გუშინ სენატორების მხრიდან კრიტიკა პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ სანქციები მმართველი გუნდის წინააღმდეგ მალე  დაიწყება. ხარშილაძის თქმით, ჟურნალისტების ცემა დასავლეთისთვის წითელი ხაზი იყო.

სენატორმა რიშმა იმედგაცრუება იხმარა სიტყვად 2012 წლიდან, თან არაერთხელ ახსენა და სასამართლო რეფორმაზეც ძალიან მკაცრი შეფასება გააკეთეს. მართლა უკვე იმის ალბათობა არსებობს, რომ სანქციებზე დაიწყოს სერიოზული ლაპარაკი. ჟურნალისტების ცემა იყო ალბათ წითელი ხაზი, რომელზეც თვალს აღარ დახუჭავენ", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სენატორებმა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ უმკაცრესი შეფასება გააკეთეს. სენატორი ჯიმ რიშის შეფასებით,  საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია.