„ორ დღეს ვაძლევთ სამინისტროს, გვითხრას პასუხი, როდის შეგვხვდება მინისტრი" - „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”
„ორ დღეს ვაძლევთ სამინისტროს, გვითხრას პასუხი, როდის შეგვხვდება მინისტრი" - ამ განცხადებას მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი თქმით, შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას.
შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს გუშინ დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.
თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ დღეს გელა და გია ხურცილავები დააკავა.
ასევე ნახეთ:
- ვინ არიან თავდამსხმელები და რა გახდა ძმების დაჭრის მიზეზი?
- დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კომპანიის თანამშრომლები არიან
- რას ამბობენ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კუთვნილ კომპანიაში?
რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა.
მარტვილში ჩასულ "შაბათის ეთერის" გუნდს ადგილობრივები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.
ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.
ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული.